ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული ტურნირის გამარჯვებულია 
10-11-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შემართებასა და მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში და რეგიონის მასშტაბით გამარჯვება მოიპოვეს. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სიამაყითა და დიდი სიხარულით მინდა მივულოცო ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მაგიდის ჩოგბურთის რეგიონულ ეტაპზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება!

​თქვენმა შრომამ, მონდომებამ და გუნდურმა სულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. ჩვენი სკოლა ამაყობს თითოეული თქვენგანით! ​წარმატებებს გისურვებთ მომდევნო,რეგიონალურ ასპარეზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203