წნორის N1 სკოლის მე-8 კლასელთა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი და პრეზენტაციით წარმოდგენილი გეოგრაფიული ობიექტები
10-11-2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

5 ნოემბერს, VIIIა კლასში, გეოგრაფიაში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი, რომელიც საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა მათთვის ყველაზე საინტერესო გეოგრაფიული ობიექტები წარმოადგინეს შესწავლილი  კონტინენტებიდან. პრეზენტაციები წარმოდგენილი იყო ლოგიკურად. 

მოსწავლეები თავისუფლად საუბრობდნენ საკითხებზე - „ბრაზილია“, „დიდი ბარიერული რიფი“, „პატაგონია  - სამხრეთ  ამერიკის  საგანძური“, „ნილოსი - აფრიკის მარგალიტი“, „ამაზონის კუნძულები“ და სხვა. პრეზენტატორები პასუხობდნენ, მეგობრების მიერ დასმულ, დამატებით კითხვებს.

გაკვეთილს ესწრებოდნენ საზოგადოებრივი და სხვა კათედრის წევრები, კლასის ხელმძღვანელი და სკოლის  დირექცია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203