
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
9 ნოემბერს, VIა კლასში, პედაგოგ თამარ ზედელაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „მეგობრობა გზად და ხიდად“.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება. მოსწავლეებმა იმსჯელეს მეგობრობაზე ნ. დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის - „ჰელადოს“ მიხედვით, წარმოადგინეს დიდი ადამიანების გამონათქვამები მეგობრობაზე. ასევე, მე-6 კლასელებმა გულახდილად ისაუბრეს კლასის პრობლემებზე და მათი გამოსწორების გზებზე.
შეხვედრის დასასრულ მოსწავლეებმა შეავსეს მეგობრობის ხე ჩანაწერებით: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი კლასი მეგობრული და ერთიანი იყოს“.
იხილეთ ფოტოები: