ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა თვითმართველობისა და მშობელთა კომიტეტის არჩევნები წარმატებით ჩატარდა
09-11-2026

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიისთვის მოსწავლეთა თვითმართველობისა და მშობელთა კომიტეტის ჩართულობა სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში, მრავალფეროვანი აქტივობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანესია. 

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა-გიმნაზიში წარმატებით ჩატარდა მოსწავლეთა თვითმართველობისა და მშობელთა კომიტეტის არჩევნები.

არჩევნები სკოლაში დემოკრატიულ გარემოში, წესების სრული დაცვით წარიმართა. მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.

სკოლაში ულოცავენ ახალარჩეულ წევრებს და ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203