
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი, საშემოდგომო, გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
23 ოქტომბერს, III1 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ლამარა გოგიბერიძესთან ერთად, ქედის რაიონის სოფელ პირველ მაისში, ეწვივნენ „შერვაშიძეების მარანს“ სადაც პატარებმა გაატარეს შემეცნებითი, მხიარული, თბილი და დაუვიწყარი დღე.
მოსწავლეებისთვის ნამდვილი რთველი მოეწყო - მე-3 კლასელებმა დაკრიფეს ყურძენი, მონაწილეობა მიიღეს ბადაგის დამზადებაში, ამოავლეს ჩურჩხელები, გაეცნენ ადგილობრივ ტრადიციებს.
ღონისძიება ბავშვებისთვის შთამბეჭდავი გამოდგა.
სკოლაში მადლობას უხდიან „შერვაშიძეების მარანს“ დაუვიწყარი მასწპინძლობისთვის.
„მადლობა მასპინძლებს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ ბავშვებისთვის შესანიშნავი მასპინძლობა გაეწიათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.