
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულზე დაწყებული საგანმანათლებლო პროექტი - „საქართველო ლამაზო“ ახალ ეტაპზე გაგრძელდა.
ამჯერად, ჩვენი მე-6 კლასელებისთვის შემოდგომის ულამაზესი პეიზაჟები იქცა შემეცნების, ლიტერატურული შთაბეჭდილებებისა და შემოქმედებითი აქტივობების სივრცედ.
სადამრიგებლო საათისა და ლიტერატურული ღონისძიების სინთეზით მოსწავლეებმა ბუნებაზე დაკვირვება, შთაბეჭდილებების გაზიარება და შემოქმედებითი თვითგამოხატვა ერთიან საგანმანათლებლო პროცესად აქციეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი სხვადასხვა თემატური ღონისძიებით კვლავ გაგრძელდება.
„სწავლა ხომ მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება - ის გრძელდება იქ, სადაც ცოდნა, ბუნება და ბავშვების შემოქმედებითი სამყარო ერთმანეთს ხვდება“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად საინტერეოს შემოქმედებითი პროექტებით ანებივრებენ.
პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ შუკვანი.
იხილეთ ვიდეო