
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღს განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში.
გაიმართა იაკობ გოგებაშვილის დაბადების და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება.
ორგანიზატორთა გუნდის გამორჩეულმა, სტრატეგიულმა და ენთუზიაზმით სავსე ჩართულობამ სცენაზე ცოცხალი შემოქმედებითი დღესასწაული შექმნა.
შემოქმედებითი საღამო გიმნაზიის საღვთოსჯულის მასწავლებელმა მღვდელმა გიორგი გაფრინდაშვილმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქართული ენის უნიკალურობასა და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე რაც კარგად ჰქონდა გააზრებული და წარმოჩენილი იაკობ გოგებაშვილს.
გიმნაზიის სცენაზე მოსწავლეებმა გოგებაშვილის პერსონაჟები დიდი ხალისით და გულწრფელობით გააცოცხლეს, ხოლო ღონისძიებაზე წარმოდგენილმა თემატურმა ანიმაციამ კლასიკური ტექსტი ორგანულად გადმოიტანა თანამედროვეობაში.
მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა ჰარმონიული განწყობა შექმნეს.
ფინალური აკორდი კი მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ ერთობლივად შესრულებული სიმღერა გახდა.
სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა იაკობ გოგებაშვილზე როგორც „დედა ენის“ ავტორზე, მეცენატსა და პირველ რიგში - მასწავლებელზე.
„სასულიერო პირის ოჯახში აღზრდილმა და ღრმა განათლების მქონე მოღვაწემ- იაკობ გოგებაშვილმა, მთელი სიცოცხლე ერში მომავალი თაობის თანამოაზრეებთან ერთად განათლებისთვის მტკიცე საფუძველის შექმნას შესწირა“
სკოლა-გიმნაზია არ არის მხოლოდ საგნების შესწავლის ადგილი; ეს არის სივრცე, სადაც მოსწავლე აცნობიერებს საკუთარ იდენტობას და სოციალურ პასუხისმგებლობას. მსგავსი ინტეგრირებული ღონისძიებები პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევებს.
ჩვენ ვფიქრობთ გადაწყევეტილება რომელიც გულისხმობს სკოლა- გიმნაზიაში 2026-2027 სასწავლო წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საზოგადო მოღვაწეთა საიუბილეო და ეროვნული მნიშვნელობის თარიღების მაღალი ხარისხით და ინტენსიური ხასიათით პროექტულ სწავლებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბებას და ინტერდისციპლინარულ სწავლებას“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები: