
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია.
პედაგოგები ამ მნიშვნელოვან დღეს მოსწავლეებს გამორჩეულად ულამაზებენ და პატარებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად საზეიმო აქტივობებს სთავაზობენ.
1-ელიბ კლასის მოსწავლეებს ქართული უნიკალური ანბანის სამყაროში პედაგოგი რუსუდან გაფრინდაშვილი საზეიმოდ შეუძღვა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია პირველკლასელებისთვის. გაიმართა „ანბანის შემობრძანების“ ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია.
საანბანო პერიოდის დაწყება იზეიმეს პარალელური კლასის პირველკლასელებაც. პატარებმა დიდებული ქართული „ანბანის შემობრძანება“ და იაკობ გოგბაშვილის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს. პედაგოგმა ლალი ბოყოველმა მოსწავლეებს არაერთი საინტერესო, შემეცნებითი, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობა შესთავაზა. წინ კი პატარებს კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი ელით.
იხილეთ ვიდეომასალა: