
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა წარმატება საამაყო და წახალისებულია.
სკოლა-გიმნაზიაში - წმიდა კეთილმსახური თამარ მეფის სავედრებელი პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ „კინგსის“ - მათემატიკის, ქართული და ინგლისური ენების ოლიმპიადების გამარჯვებულებს გადაცა სერტიფიკატები, დიპლომები და ოქროსა და ვერცხლის მედლები.
გამარჯვებულთა შორის არიან: თამარ ნიქაბაძე, ლილე გაგუა, ლილე მჭედლიძე, საბა ზედგინიძე, სარა საცკოვა, გაბრიელ გაბუნია, გაბრიელ დავითიანი, თომა კერესელიძე, დემეტრე სიგუა, ნატალი ბარელაძე, დემეტრე ნაყეური, ანდრია დემურაშვილი, ადა თოდუა, დანიელ ქავთარაძე, ნინო მაღრაძე და ქეთევან ხარებავა.