ტრადიციად ქცეული საშემოდგომო ღონისძიება ჩქუმის საჯარო სკოლაში
09-11-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის პრინციპების გაძლიერება და წელიწადის ამ ულამაზესი დროის ტრადიციების გაცნობა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც მოიცავდა თემატურ პერფორმანსებს, მუსიკალურ ნომრებსა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას. სკოლის საგამოფენო სივრცე დაეთმო შემოდგომის თემატიკაზე შექმნილ ნახატებსა და კომპოზიციებს.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დატრიალა. 

„მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, პედაგოგებსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის, ხოლო მოსწავლეებს - აქტიური მონაწილეობისა და საინტერესო იდეების რეალიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203