„ეს დღე ჩვენია“ - ზემო ნატანების საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარეს
19-07-2018
ოზურგეთის, ზემო ნატანების საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ღონისძიებით - „ეს დღე ჩვენია“ აღნიშნეს.
ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ლენა შველიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია დუმბაძე ხელმძღვენელობდნენ.
საიუბილეო ღონისძიებაში მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს, პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
წარმოდგენას პედაგოგები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ეს დღე შთამბეჭდავი აღმოჩნდა თითოეული მონაწილისა და მაყურებლისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია