„როცა ენა მუსიკასთან ერთიანდება“ -წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე მოსმენისა და მეტყველების უნარებს სიმღერით ივითარებენ
09-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. 

პედაგოგი სწავლებისას სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო ხერხებს მიმართავს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე აისახება. 

ამის ნეთელი მაგალითია, მე-6 კლასელთა ინგლისური ენის გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა ცნობილი ავსტრალიური ხალხური სიმღერა - „Waltzing Matilda“ შეასრულეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება გამოთქმის დახვეწაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, მოსმენისა და მეტყველების უნარების განვითარებაში. ამავდროულად, ისინი ეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს.

„როცა ენა მუსიკასთან ერთიანდება, სწავლა ემოციად, გამოცდილებად და სასიამოვნო თავგადასავლად იქცევა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო მეთოდის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203