წვირმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები სასკოლო ფორმებით უკვე შეიმოსნენ
09-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი სასკოლო ფორმებით აგრძელებენ.

მთავრობის მიერ ინიცირებული სასკოლო ფორმების დანერგვის პროგრამა სკოლაში უკვე განხორციელდა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ახალი სასკოლო სამოსი მოირგეს. 

სკოლაში სიახლეს მიესალმებიან და ახარებთ სასწავლო გარემოში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ეტაპობრივად ინერგება ერთიანი სავალდებულო სასკოლო ფორმების პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე I-VI კლასების (დაწყებითი საფეხურის) მოსწავლეებს ეხება. რეფორმის მიზანია მოსწავლეებს შორის სოციალური თანასწორობის ხელშეწყობა და ერთიანი სასკოლო სტანდარტის შექმნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203