მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი გამორჩეული ღონისძიება ალათუმანის საჯარო სკოლაში 
09-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

მოეწყო გამორჩეული დღესასწაული, სადაც სკოლამ საპატიო სტუმრებს უმასპინძლა. სკოლას ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რუსული ენის კონსულტანტ მასწავლებლის - ნანა ფრუაშვილის ხელმძღვანელობით, ეწვივნენ.

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა. მოსწავლეებმა პედაგოგებს მადლობის სიტყვები და მუსიკალური ნომრები მიუძღვნეს.

ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებისთვის მოამზადეს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა - შირაზ ჩახოიანმა და სოფიო ერიძემ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი ერთობლივი ინიციატივები ხელს უწყობს სკოლებს შორის მეგობრობას, სკოლათაშორის დიალოგსა და მოსწავლეთა სოციალურ ინტეგრაციას.

ღონისძიების დასასრულს სკოლაში წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგებს სიმბოლერად მადლობის სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203