თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრის სცენაზე სპექტაკლი - „იაკობ გოგებაშვილი“ ნახეს 
09-11-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის მოსწავლეები და მშობლები, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტურნენ, სადაც დაესწრნენ საგანმანათლებლო ბიოგრაფიულ - დრამატულ სპექტაკლს - „იაკობ გოგებაშვილი“.

მოსწავლეებმა თეატრის სცენაზე გაცოცხლებული იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ნახეს და უკეთ გაიაზრეს დიდი ქართველი პედაგოგის როლი საქართველოში წიგნიერების განვრცელების საქმეში. 

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას. განსაკუთრებული მადლობა იდეის ავტორს, მასწავლებელ შორენა მიქაიას ამ შემეცნებითი და დასამახსოვრებელი ინიციატივისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203