„სითბოს, მეგობრობის, შემოქმედებისა და დაუვიწყარი ემოციების დღესასწაული“ - ვანთის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
09-11-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ნამდვილი საშემოდგომო დღესასწაული მოაწყვეს განსაკუთრებული სითბოთი, სიხარულითა და სიყვარულით.

სკოლაში საოცარი საშემემოდგომო განწყობა დატრიალდა. 

„ფერად-ფერადი ფოთლებით, შემოდგომის ნობათით, ლამაზი დეკორაციებითა და ბავშვების მხიარული ჟრიამულით შექმნილმა გარემომ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა ამ ულამაზესი სეზონის ხიბლი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და მონდომება სიხარულით წარმოაჩინეს. 

ღონისძიება გაფორმდა ლამაზი ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და შემოდგომისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობებით.

„ეს დღე იყო სითბოს, მეგობრობის, შემოქმედებისა და დაუვიწყარი ემოციების დღესასწაული. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს გაწეული შრომისა და აქტიური ჩართულობისთვის. ერთად შევქმენით კიდევ ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე ჩვენი სკოლის ცხოვრებაში!  შემოდგომა ხომ ყველაზე ლამაზია მაშინ, როდესაც მას ბავშვების ღიმილი და ჟრიამული ამშვენებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203