
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ სადღესასწაულო ღონისძიებით აღნიშნეს.
1-ელია და 1-ელიბ კლასის პედაგოგებმა - ნანული უნარიანმა და ზარინე ზადოიანმა პატარებს ჯადოსნური ფერადი და მხიარული დღე მოუწყვეს.
პედაგოგებმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნეს და პატარებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, არაერთი საზეიმო აქიტივობა შესთავაზეს.
პატარები მშობლიური ენის ანბანის პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით გაეცნენ და ეს მნიშვნელოვანი დღე მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს. წინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით.
იხილეთ ფოტოები: