
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდა.
იელის საჯარო სკოლის პატარებმა, მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელებთან ერთად, მესტიის სათავგადასავლო პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ნერგი დარგეს.
პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის საინტერესო გამოცდილება გახდა, მოსწავლეები ხეების გაზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობას უკეთ გააცნობიერებენ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.
იხილეთ ფოტოები: