
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიება გამორჩეულად ლამაზი იყო - ბავშვების შემოქმედებითმა ნომრებმა და ფერადმა დეკორაციებმა სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა და სურნელი დაატრიალა.
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ნამდვილი რთველი მოაწყვეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები, არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს და ერთმანეთს ლამაზი წუთები და ემოციები აჩუქეს.