ეშტიის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, ნერგები დარგეს
09-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.

პატარებმა ბუნებაში რამდენიმე სახეობის ნერგი დარგეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა.

„ამ ლამაზმა აქციამ მოსწავლეებში გარემოს სიყვარული, ბუნებაზე ზრუნვის კულტურა და პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ უფრო გააღრმავა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას აქტიურად ასწავლიან. 

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203