ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით, ტექნოლოგიურ ჰაბს სტუმრობდნენ
09-11-2026
სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გასაცნობად საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინოვაციურ პროექტებსა და ციფრული სამყაროს შესაძლებლობებს, რაც მათთვის ძალიან შთამბეჭდავი და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.

ვიზიტის ორგანიზატორები და ხელმძღვანელები იყვნენ დამრიგებლები: ნატო ენუქიძე, ლიკა მახარეიშვილი და ქრისტინე ფახურიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203