„პოეზიის, სიტყვისა და მუსიკის ჰარმონია“ - შემოდგომისადმი მიძღვნილი ლირიკული საღამო იანეულის საჯარო სკოლაში 
09-11-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინა შემოდგომისადმი მიძღვნილი ლირიკული საღამო, სადაც მხატვრულმა სიტყვამ, პოეზიამ და მუსიკამ ერთიან ემოციურ სივრცედ გააერთიანა შემოდგომის სილამაზე, სინაზე და სევდა.

„პოეზიის, სიტყვისა და მუსიკის ჰარმონია, დღე, რომელმაც ფერები, გრძნობები და ემოციები დაუვიწყარ მოგონებებად აქცია“, - ასე ახასიათებენ ღონისძიებას სკოლაში და მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა -ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203