საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
08-11-2026

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა.

კერძოდ, სივრცეები გამოიყოფა „საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის დასაწყობების, რეალიზაციისა და „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის გადაცემის მიზნით”.

საჯარო სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უფლება მიეცათ, მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გადასცენ შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. ამასთანავე, დადგენილებით შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ უფლება ეძლევა, აღნიშნულ სივრცეებში განათავსოს საინფორმაციო ბანერები და საბანკო გადახდის ტერმინალები.

სკოლების ჩამონათვალი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203