ხუნევის საჯარო სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
09-11-2026

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გარემოს გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა. 

პატარები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და ხეები დარგეს.

ხუნევის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.  

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203