
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სახალისო, შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
IV კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, შოკოლადის ქარხანა -„ბარამბოს“ ესტუმრნენ.
მოსწავლეები ქარხანაში შოკოლადის და სხვა საკონდიტრო ნაწარმის წარმოების პროცესს გაეცნენ. დააკვირდნენ, როგორ ხდება პროდუქტის დამზადება, ფორმირება, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიზიტმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაეკავშირებინათ. გაეფართოებინათ წარმოდგენა საწარმოო პროდუქტებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე. ბავშვები დასაჩუქრდნენ გემრიელი ტკბილეულით.
იხილეთ ფოტოები: