ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს სტუმრობდნენ
06-11-2026

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს - „112“-ს ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მიზანი მოსწავლეებისთვის პოლიციელის პროფესიის, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა იყო.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესის შესახებ.

ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს „112“-ის მნიშვნელობა და იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება.

სკოლაში მადლობას უხდიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისა და მასპინძლობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203