ცნობილია, ერთად ფასდება თუ ცალ-ცალკე კომისიისთვის წარდგენილი ხედვა და გასაუბრება
08-11-2026

წამყვანი და მენტორი მასწავლ;ებლებისთვის ხედვის წარდგენის ეტაპი დასრულდა, ახლა კომისიასთან გასაუბრებას და საბოლოო შეფასებას ელიან პედაგოგები. ერთად ფასდება თუ ცალ-ცალკე ხედვა და გასაუბრება ? - ამ კითხვით არაერთმა პედგაოგმა მოგვმართა, შესაბამისად გთავაზობთ განმარტებას:

მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის წარდგენილი ხედვა და გასაუბრება ერთიანობაში ფასდება. საბოლოო შეფასებას კომისია გასაუბრების შემდეგ აკეთებს.

შეფასებია პროცესი შეგვიძლია სამ ეტაპად წარმოვიდგონოთ:

1. წარდგენა - ხედვას წარადგენთ ელექტრონულ სისტემაში;

2. ხედვის გაცნობა -კომისია ეცნობა წერილობით ხედვას;

3. გასაუბრება კომისიასთან - ხედვის გაცნობის შემდეგ ტარდება გასაუბრება.

პედაგოგთა ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

აღსანიშნავია ისიც, რომ ხედვა და გასაუბრება ერთიანობაში ფასდება ხუთი კრიტერიუმით. 

მიმართულებისა და ფუნქციების არსზე მსჯელობა; საქმიანობის ამოცანების განსაზღვრა; სამიზნე ჯგუფის ჩართულობის უზრუნველყოფა; გავლენა კოლეგების პროფესიულ განვითარებასა და სკოლაზე; მიღწეული შედეგების შეფასება.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203