ჩხაკოურის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე სასწავლო-შემეცნებითი და შემოქმედებით აქტივობებით აღნიშნეს
06-11-2026

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში. 

პედაგოგი მოსწავლეებს „დედაენის“ შემქმნელის ცხოვრებსა და მოღვაწეობაზე ესაუბრა და შეახსენა მისი ღვაწლის საქართველოში წიგნიერების განვითარებაში. 

პატარებმა უკვე კარგად იციან, იაკობ გოგებაშვილმა ბავშვებს დედაენა, ქართული სიტყვის სიყვარული აჩუქა და ცოდნის სამყაროს კარი ფართოდ გაუღო. მისი გაკეთებული საქმე დროს უძლებს და მომავალ თაობებს აერთიანებს

ბავშვები არაერთ სასწავლო-შემეცნებით თუ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ და ხოტბა შეასხეს დიდი პედაგოგს. 

„დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენეს ადამიანი, რომლის სახელიც ქართულ წიგნთან და ბავშვობის პირველ ასოებთან სამუდამოდ დარჩება“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს დიდი წინაპრის დანატოვარზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203