
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გარემოს გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა.
პატარები მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ და სხვადასხვა სახეობის ხე დარგეს.
ბავშვები ნერგების ზრდა-გახარებას შემდგომშიც დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობას.
პროგრამა - „ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.
პროექტში ჩართულები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის წახალისებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.