ვანზომლეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს 
09-11-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნა და ანბანის ჯადოსნურ სამყაროში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობებით შეუძღვა. 

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. პატარებმა პირველი ასო-ბგერები ხალისით შეისწავლეს და პედაგოგი სიამაყით აღავსეს. წინ კი პატარებს კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი ელით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203