სკოლა „აკადემოსმა“ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეთა წარმატებისთვის მადლობის სიგელი მიიღო 
06-11-2026

სკოლა „აკადემოსი“ მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და აღწევენ წარმატებას სხვადასხვა საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია და ა.შ.

2025-2026 სასწავლო წელს, ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, „აკადემოსის“ მოსწავლეებმა უმაღლესი ქულები მოიპოვეს. განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი მე-8 კლასელმა „აკადემოსელებმა“, რომლებმაც უმაღლესი შედეგი საშუალო საფეხურის ტესტში აიღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან „აკადემოსმა“ მიიღო მადლობის სიგელი ინგლისური ენის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისათვის.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203