ოზურგეთის N3 სკოლის მე-6 კლასელთა ქართული ენის გაკვეთილი სახალისო და ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა
06-11-2026

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.

მე-6 კლასში ქართული ენის გაკვეთილი სახალისო და ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“, რომელზეც განთავსებული იყო სხვადასხვა კითხვა. მოსწავლეები ბარათებზე ამოკითხული სიტყვების მიხედვით არჩევდნენ შესაბამის პასუხებს და ცოდნას თამაშის ფორმით წარმოაჩენდნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა. ხელი შეუწყო სწრაფი აზროვნების უნარის განვითარებასა და ყურადღების კონცენტრირებას, ცოდნის ტრანსფერს.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მაია გოგუაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლელეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203