თბილისის N28 სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი ექსკურსიით ძველ თბილისს სტუმრობდნენ
06-11-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის მოეწყო საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსია, რომლის მიზანი იყო მშობლიური ქალაქის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა.

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მდინარე მტკვარზე გაისეირნეს გემით, დაათვალიერეს მეტეხის ხიდის მიმდინარე ტერიტორია, მოისმინეს საინტერესო ცნობები თბილისის წარსულის ისტორიული ძეგლებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ.

მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203