ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლე ლავინ ბარბარე იეთიში ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალისტია
06-11-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლავინ ბარბარე იეთიშმა წარმატებით იასპარეზა ინგლისური ენის ოლიმპიადაში - Mind Up და მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მან გამოავლინა ინგლისური ენის კარგი ცოდნა, მიზანდასახულობა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარი. ბარბარემ წარმატებით გადალახა ოლიმპიადის საწყისი ეტაპები და ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეს მიღწევა მოსწავლის შრომისმოყვარეობის, მონდომებისა და სწავლისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ნათელი დასტურია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბარბარე ღირსეულად წარმოაჩენს  სკოლის სახელს. მსგავსი წარმატებები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ცოდნისკენ სწრაფვა, მონდომება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა მნიშვნელოვანი გამარჯვებების საწინდარია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მიღწევებით ყოველთვის განსაკუთრებულად ამაყობენ. 

ლავინ ბარბარე იეთიშის ინგლისური ენის პედაგოგი მაია ჟვანია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203