რატევანის საჯარო სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით ღონისძიებას ხალისით შეუერთდნენ
06-11-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდა.

ინიციატივის ფარგლებში რატევნის სკოლის პირველკლასელებმა, რამდენიმე სახეობის ნერგი დარგეს.

მოსწავლეებთან ერთად ხეების დარგვის პროცესს შეუერთდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.

პროგრამა - „ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.

პროექტში ჩართულები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის წახალისებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203