
ოზურგეთის №3 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
სულ ახლახან, პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნონა ბერაძის ხელმძღვანელობით, პირველი გასვლითი სასწავლო აქტივობა მოაწყვეს. მოსწავლეები ქობულეთში, „ივერი პარკს“ ესტუმრნენ.
შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს და უშუალოდ ჩაერთვნენ ტრადიციულ საშემოდგომო ღონისძიებებში:
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში გუნდური უნარ-ჩვევების განვითარებას, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და ეროვნული ტრადიციების პრაქტიკულ გააზრებას.
იხილეთ ფოტოები: