აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავის ტვინის მოდელი შექმნეს
06-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობით, ექსპერიმენტითა თუ პრაქტიკული დავალებებით უმრავალფეროვნებენ. 

მოსწავლეებმა ტვინის მოდელი შექმნეს და ისაუბრეს თავის ტვინის აგებულებაზე, ნაწილებზე, ფუნქციაზე. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203