„ოქროს შემოდგომა“​ - ტრადიციული და ყველასთვის საყვარელი ღონისძიება თორიის საჯარო სკოლაში
06-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 3 ნოემბერს, სააქტო დარბაზი ნამდვილ კულტურულ ჯვარედინად და შემოდგომის ჯადოსნურ ზღაპრად იქცა.

ჩატარდა ტრადიციული და ყველასათვის საყვარელი ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“, რომელშიც მეშვიდედან-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა იმოგზაურეს სხვადასხვა ქვეყანაში და მაყურებელს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქეს.

ღონისძიების მომზადებასა და მაღალ დონეზე ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეთორმეტე კლასმა, დამრიგებლის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით, რომლებმაც დიდი პასუხისმგებლობით ითავეს ორგანიზაციული საკითხები და მთელი პროცესის წინამძღოლობა.

„ვუსურვებ ჩვენს სკოლასა და მოსწავლეებს კიდევ მრავალ შემოქმედებით გამარჯვებასა და წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203