წალკის N1 სკოლის ეზოში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 50-მა პირველკლასელმა თავისი პირველი ნერგი დარგო
06-11-2026
წალკის N1 საჯარო სკოლის ეზოში გარემოსდავითი ღონისძიება გაიმართა. 
 
სკოლის ეზოში, მასშტაბური გარემოსდაცვითი პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, წალკის სხვადასხვა სკოლის 50-მა პირველკლასელმა თავისი პირველი ნერგი დარგო. 

პატარებმა სხვადასხვა სახეობის ხეები დარგეს, რომელთა გაზრდა-გახარებას შემდგომშიც დააკვირდებიან. ელექტრონულ პლატფორმაზე - https://cheminergi.eiec.gov.ge/ka -თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა აქვს, თვალყური ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდასა და განვითარებას.

პროგრამა - „ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.

პროექტში ჩართულები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის წახალისებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203