
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
მოსწავლეებს წიგნიერების სამყაროში დამრიგებელი ა.სირაკანიანი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებით შეუძღვა და პატარებს მშობლიური ენის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია.
„ანბანის სწავლის დაწყება პატარა, მაგრამ უკვე დიდი ოცნებების მქონე პირველკლასელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი დღეა.
დღეს მათ გააღეს ცოდნის კარი და გადადგეს თავიანთი პირველი დიდი ნაბიჯი ასოების, სიტყვების, წიგნისა და ცოდნის საოცარი სამყაროსკენ. და ამ გზის პირველი ასო გახდა ჩვენი ანბანის პირველი და ყველაზე საყვარელი ასო „Ա“ (ა).
საყვარელო ბავშვებო, დაე, თქვენი პირველი ასო გახდეს დიდი ცოდნის დასაწყისი! დაე, თქვენი სასკოლო გზა იყოს ნათელი, საინტერესო და სავსე ლამაზი აღმოჩენებით!“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს.