წალკის N1 საჯარო სკოლაში, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ცნობილ ქართველ ავტორებს უმასპინძლეს
06-11-2026

წალკის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულ სტუმრებს უმასპინძლეს. 

საქართველოს მწერალთა სახლის​ ინიციატივით მიმდინარე ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის -  „ცოცხალი წიგნები“- ფარგლლებში სკოლას ცნობილი ავტორები - ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული, ქეთო სიხარულიძე და არჩილ ხომერიკი სტუმრობდნენ. 

მწერლები პედაგოგებს, მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ კითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება წალკის მერიის კულტურის სამსახურის, რესურსცენტრისა და პირველი საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით და ხელშეწყობით განხორციელდა.

წალკის N1 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის. 

„ასეთი დიდებული სტუმრები გვყავდა! ერთად ვიმოგზაურეთ პროზისა და პოეზიის ულამაზეს, უსაზღვრო სამყაროში — სულ სხვა განზომილებაში!

„ცოცხალი წიგნები“ ის პროექტია, რომელიც აუცილებლად უნდა შეეხოს თითოეულ ადამიანს და არასოდეს შეწყდეს!

დიდი მადლობა განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის, ამ ემოციებისა და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203