წიგნის ფურცლებიდან ამოზრდილი სოკოები - განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოქმედებით პროექტზე იმუშავეს
06-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

ახლახან, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკული გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებთან ერთად განვახორციელეთ ორიგინალური პროექტი.

ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები, რომლებიც თითქოს ცოცხლად ამოიზარდნენ წიგნის ფურცლებიდან.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ვ. თევანიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203