
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა განისაზღვრა.
უფრო კონკრეტულად, საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლების მიზნით, დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების მარეგულირებელ დანართს (მე-3 მუხლს) ემატება ახალი პუნქტი. კერძოდ, სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა ცოდნაცა და გათვალისწინებაც ევალებათ დირექტორებს, ემატება საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“.
დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროცედურები ეფუძნება შემდეგ ძირითად კანონებს: