ანაზღაურება სამი ათასი ლარია - ვაკანსია განათლების ხარისხისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის პოზიციებზე.
ცენტრს კონკურსი 2 ვაკანტურ პოზიციაზე აქვს გამოცხადებული. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი 13 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანაზღაურება 3040 ლარია, გამოსაცდელი ვადა კი 6 თვეა.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის მიმართ დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სასურველია განათლების მეცნიერებების / მენეჯმენტის და ადმინისტრირების / სამართლის / სოციალურიმეცნიერებების / ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროებში);
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების ან/და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ცოდნა, რომელიც დასტურდება შესაბამისი კვალიფიკაციით / კომპეტენციით (დიპლომი ან/და სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი);
- ინგლისური ენის (წერა და მეტყველება) ფლობა - B2 დონეზე; ქართული ენის (წერა და მეტყველება) ფლობა - C2 დონეზე;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint) კარგად ცოდნა, რაც დასტურდება წარმოდგენილი რეზიუმეთი.
- უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა: მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის, დაწესებულებაში სტუდენტთა ადგილების, მათ შორის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე ზღვრული რაოდენობის გაზრდის, და სააპელაციო საჩივრების განხილვის პროცესების განხორციელება და კოორდინირება...
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
- https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103786?active=
- https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103789?active=1