ნარდევანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
05-11-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203