დიდი არაქალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, გარემოსდაცვით პროგრამის ფარგლებში, ნერგები დარგეს
05-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს.

პირველკლასელები გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ. 

პატარებმა, სამცხე-ჯავახეთის სასულიერო-კულტურულ და ისტორიულ ადგილს - ღალაჩას ბორცვზე ნერგები დარგეს. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.  პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203