მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის ამაგდარი მასწავლებლის - რუსუდან ორაგველიძის პედაგოგიური ღვაწლი აღინიშნა.
პედაგოგი მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალი მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში გაიმართა.
ღონისძიება უკვე მესამე წელია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მესტიის რესურსცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დარგობრივმა კურატორმა განათლების და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძემ და მესტიის რესურსცენტრის უფროსმა, მარიამ ჯაფარიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი, რომელმაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისგან მადლობის სიგელები გადასცა.
სპეციალური ჯილდო დამსახურებულ პედაგოგებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დარგობრივმა კურატორმა, ლევან კიკვიძემ გადასცა. მათ გადაეცათ ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანისგან მადლობის სიგელები.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომისა და ღვაწლის დაფასება და მას კიდევ არაერთი თაობის აღზრდას უსურვებენ.
„ვულოცავთ, რუსუდან ორაგველიძეს, მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და ჭუბერის სკოლის მოსწვლეთა მრავალი წარმატების ავტორს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: