3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
05-11-2026

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგებისთვის გამოცდები 11 იანვრიდან დაიწყება. გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. 

11, 12, 13 და 14 იანვარს საგნის გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა 11:00 საათზე დაიწყება.

15 იანვარს უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის - დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილის გამოცდებზე საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 10:30 საათზე.

15 იანვარს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების (პრაქტიკული ნაწილი) გამოცდებზე საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 13:30 საათზე.

გამოცდების დეტალური განრიგი

2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.

საგამოცდო ცენტრები განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე:

თბილისი - ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (მის.: დიღმის მასივი, III კვარტალი);

ქუთაისი - ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა (მის.: არაყიშვილის ქ. №15);

ბათუმი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა (მის.: დემეტრე თავდადებულის ქ. №47).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203