იდლიანის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა როლური თამაში და საინტერესო აქტივობით გააზრებული სასწავლო თემა 
05-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა - ვაჟა-ფშაველას „სათაგური“ ისწავლეს და საინტერესო აქტივობაც განახორციელეს. 

აქტივობის მიზანი იყო:

კრეატიული და წარმოსახვითი აზროვნების განვითარება; ბავშვების ფანტაზიის სტიმულირება, შემოქმედებითი აქტივობა.

მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარება; აზრის თავისუფლად, საჯაროდ და ემოციურად გამოხატვის უნარის წახალისება მიკროფონით თამაშის მეშვეობით.

გუნდური და სოციალური უნარები: საერთო თამაშში/ინსცენირებაში ჩართვა, თანატოლების მოსმენა და როლების გაზიარება.

მოსწავლეებმა აქტივობას წარმატებით გაართვეს თავი ბოლოს კი დასვეს კითხვა ვინ ან რამ გადაარჩინა ფიცხელა?  და ერთხმად უპასუხეს - ერთობამ, თანადგომამ, მეგობრობამ. მოსწავლეებმა აქტივობით უკეთ გაიაზრეს მოთხორობის მთავარი სათქმელი.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა იდლიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ აბუთიძე.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203