
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
აღსანიშნავია, მე-6 კლასში, ქართული, როგორ მეორე ენაში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „რთველი“.
მოსწავლეებმა რთველი საკლასო ოთახში გადმოიტანეს და ღვინის დამზადების პროცესი ისწავლეს.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა ყურძენი საკუთარი ხელით დაწურეს და დაღვინების პროცესს შემდგომშიც დააკვირდებიან.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნარინე აროიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: